"ნუ ეთამაშებით რუსეთს!" - მედვედევის პასუხი აშშ-ს სახდეპს

07.01.26 10:11
"ნუ ეთამაშებით რუსეთს!" - მედვედევის პასუხი აშშ-ს სახდეპს

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მედვედევმა გამოაქვეყნა სურათი ინგლისური წარწერით - „Don’t play games with Russia“ („არ ითამაშოთ რუსეთთან“) და პოსტს თან დაურთო მოსკოვში მდებარე ხსნის მაცხოვრის ტაძრის ფოტო.

ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ რუსულენოვან ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში მიმართვა გამოაქვეყნა.

შავ-თეთრ ფოტოზე დიდი ასოებით წერია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელთან "თამაში" არ ღირს.

მსგავსი სიახლეები