სტარმერი: ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ჰაბის შექმნის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის შეთანხმება გაფორმდება, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც უკრაინაში სამხედრო ჰაბის შექმნას ითვალისწინებს. სტარმერის თქმით, ეს ნაბიჯი ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ძალებმა შეძლონ ოპერირება უკრაინის ტერიტორიაზე, დაიცვან მისი ცა და ზღვა და მომავალში დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღდგენაში.
სტარმერის განცხადებით, ეს ურყევი გადაწყვეტილების არის ნაწილია, უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში გვერდში დაუდგნენ.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ურყევი არჩევანის ნაწილია, უკრაინას გვერდში გრძელვადიანად ვედგეთ. ეს სამართლებრივ ნიადაგს ჰქმნის, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პარტნიორების ძალებს შეეძლოთ უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირება, დაიცვან უკრაინის ცა, ზღვა და სამომავლოდ დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღდგენაში" – ამბობს სტარმერი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 იანვარს ჩავიდა პარიზში, სადაც „მსურველთა კოალიციის“ სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ევროპელი ლიდერები და აშშ-ის წარმომადგენლები, მათ შორის — დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი. სამიტს მასპინძლობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხოლო შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ესწრება.