რუსეთმა დნეპრში საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები დაბომბა - დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც

07.01.26 11:59
რუსეთმა დნეპრში საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები დაბომბა - დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც

7 იანვრის ღამეს, რუსულმა სამხედროებმა დნეპროზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა 10-ზე მეტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, პროფესიულ სასწავლებელი, ასევე დაზიანდა ორი საბავშვო ბაღი. ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი სახლის მახლობლად, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა გათბობის ქსელიც.

„10-ზე მეტ კორპუსში დაიმსხვრა თითქმის ათასამდე ფანჯარა. არის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სახლის მახლობლად გათბობის ქსელებიც დაზიანდა. დამწვარია  ავტომობილი,“- წერს ფილატოვი.

ფილატოვის ცნობით, ამ მომენტისთვის დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის - ორი ბავშვი. მერის თქმით, ზოგიერთ მოქალაქეს ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ, თუმცა უმეტესობას ძლიერი სტრესული რეაქცია განუვითარდა.

პროფესიულ კოლეჯში, სადაც მომზადება მიმდინარეობს მექანიკოსებისა და კონდიტერებისთვის, დაზიანებულია სახელოსნო და სტუდენტური საცხოვრებელი.

„დაზიანდა ორი საბავშვო ბაღი და ერთ-ერთი სკოლაც,“ — დასძინა მან.

მისივე თქმით, დაზიანებული ობიექტების სია შესაძლოა საბოლოო არ იყოს, რადგან ქალაქში დაზიანებების შესახებ მონაცემების შეგროვება გრძელდება.

მსგავსი სიახლეები