ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა - ვის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტი კვიპროსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდისის შეხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოგვიანებით, ზელენსკი და ქრისტოდულიდისი ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულ ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
საღამოს, უკრაინის პრეზიდენტი კვიპროსის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნაა, ის ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.