რუსეთმა ამერიკელებისგან ტანკერის დასაცავად სამხედრო გემები გაგზავნა
ინფორმირებული წყაროების მიხედვით, რუსეთმა სამხედრო გემები გააგზავნა, რათა ატლანტიკის ოკეანეში რუსული დროშით მცურავ ტანკერს მისცენ მეგზურობა. საუბარია გემზე, რომელიც ცდილობს აშშ-ის ძალებს თავი აარიდოს. ოფიციალურად მოსკოვი ინფორმაციას არ ადასტურებს.
ტანკერი „Bella 1“, რომელსაც სანქციების დარღვევაში ამხელენ, ადრე ვენესუელასკენ მიემართებოდა, მაგრამ სახელიც და რეგისტრაციაც შეცვალა და ახლა რუსული დროშით მოძრაობს. აშშ-მა ტანკერის დაბლოკვის შესახებ ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა და, წყაროების თქმით, სამხედროები ტანკერზე აბორდაჟს განიხილავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ გემი საერთაშორისო წყლებში, კანონის ფარგლებში მიცურავს, მაშინ როცა აშშ და ნატო „გაუგებარი მიზეზებით“ გაძლიერებულ ინტერესს ავლენენ. ვაშინგტონში კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სანქციებისა და რეგიონული უსაფრთხოების რეჟიმის დაცვა მათ ვალდებულებად რჩება.