ზელენსკი: ველით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ყველაზე რთულ საკითხებს განვიხილავთ

07.01.26 15:56
ზელენსკი: ველით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ყველაზე რთულ საკითხებს განვიხილავთ

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია გაიმართება. როგორც  უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა ელის, რომ ყველაზე რთული საკითხების, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინა თავს არ არიდებს ყველაზე რთულ საკითხებს და არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის.

მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრებზე უკრაინას წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, ანდრეი გნატოვი, კირილო ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, დავიდ არახამია და ალექსანდრ ბევზი.

  • ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა საფრანგეთში უკრაინის დელეგაციის მუშაობის შესახებ პირველადი ანგარიში წარადგინა.

„რუსტემ უმეროვმა უკვე წარადგინა პირველადი ანგარიში საფრანგეთში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის მუშაობის შესახებ. გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია და ეს უკვე მესამე ასეთი სესია იქნება ორ დღეში. კერძოდ, ველით, რომ განხილული იქნება ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები - კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, დავავალე გუნდს, განიხილონ უკრაინას, სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს შორის ლიდერების დონის შეხვედრების შესაძლო ფორმატები.

მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. ეს კი პარტნიორებზეა დამოკიდებული - იმაზე, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი რუსეთის რეალურ მზადყოფნას ომის დასასრულებლად. დღის ბოლომდე ველოდები ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალურ ანგარიშს“, - წერს ზელენსკი.

 

მსგავსი სიახლეები