კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს - ბუდანოვი პარიზში მოლაპარაკებებზე

07.01.26 16:24
კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს - ბუდანოვი პარიზში მოლაპარაკებებზე

კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა.

როგორც ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობისა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიების მიღწევის მიზნით პარიზში მოლაპარაკებები გრძელდება.

მისი თქმით, „უკრაინის ეროვნული ინტერესები დაცული იქნება“.

„ამ ეტაპზე ყველა დეტალის საჯაროდ გამოქვეყნება შეუძლებელია, თუმცა კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს და მუშაობა გრძელდება“, - წერს ბუდანოვი X-ზე.