ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ქრისტოდულიდესს შეხვდა

07.01.26 16:52
ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ქრისტოდულიდესს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ქრისტოდულიდესს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს

ზელენსკის თქმით, მათ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, დრონების წარმოება და მიწოდება.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კვიპროსს და მის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.

კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა დაიწყო, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად დიდი პროგრესი მივაღწიოთ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დღეს ეს საკითხი კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდესთან განვიხილეთ და მე პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი მაქვს.

პრეზიდენტთან ერთად ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, რომლებიც ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაგრძელდება. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, დრონების წარმოებასა და მიწოდებაზე, ასევე კვიპროსის მონაწილეობაზე PURL ინიციატივასა და SAFE ინსტრუმენტში. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძლიერი დარჩება.

მადლობა კვიპროსს და პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის," - წერს ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები