ევროპა უკრაინის დასაცავად - კიევმა უპრეცედენტო უსაფრთხოების გარანტიები მიიღო
ევროპა უკრაინის დასაცავად - 4 წლიანი ომის შემდეგ, კიევმა უპრეცენდენტო უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული და ევროპული ჯარები ჩადგებიან. გერმანია კი აიღებს პასუხიმგებლობას უსაფრთხოებაზე. ისტორიულ დოკუმენტს ხელი საფრანგეთისა და ბრიტანეთის პირველმა პირებმა მოაწერეს. ევროპა იღებს ვალდებულებას დაიცვას უკრაინის ტერიტორია და დაეხმარონ ქვეყანას შეიარაღებული ძალების აღდგენაში.
ჯერ უცნობია, რა ფორმით ჩაერთვება ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების დაცვაში. თუმცა ტრამპის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ ევროპის გეგმას სრულად უჭეერენ მხარს. იმ შემთხვევაში თუ სამშვიდო შეთანხმება მიღწეული იქნება პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყარო აძლევს გარანტიებს უკრაინას რომ ომი აღარ განმეორდება. ახლა მთავარი ამოცანა ომის შეწყვეტაა.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.