ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, მადუროს შეპყრობისას 100 ადამიანი დაიღუპა

08.01.26 09:52
ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, მადუროს შეპყრობისას 100 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელო ირწმუნება, რომ აშშ-ის მიერ ქვეყანაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კარაკასს აქამდე არ დაუსახელებია დაღუპულთა რიცხვი, თუმცა არმიამ 23 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მადუროს მეუღლემ, სილია ფლორესმა, აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს თავის ტრავმა მიიღო, მადურომ კი - ფეხის.

მსგავსი სიახლეები