აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს

08.01.26 09:59
აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს

აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს - შესაბამის დოკუმენტს  დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. 

ცნობილია, რომ 66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს. ტრამპის შეფასებით, ამ ორგანიზაციების წევრობა აღარ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს.

  • აშშ ტოვებს გაეროს ეგიდით მოქმედ დემოკრატიის ფონდს, საერთაშორისო სამართლის კომისიას, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისს, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს, მშვიდობის მშენებლობის ფონდს და ა.შ.
  • აშშ ტოვებს ვენეციის კომისიასაც, ასევე უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრსაც. 

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, რომ გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას - ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, - წერს რუბიო.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმი თეთრი სახლის საიტზე 7 იანვარს გამოქვეყნდა.