მარკო რუბიო გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის წარმომადგენლებს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მომავალ კვირას, გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის ოფიციალურ პირებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
ამის შესახებ მარკო რუბიომ ოთხშაბათს, 7 იანვარს ისაუბრა, როდესაც მას გრენლანდიაში არსებულ სიტუაციაზე ჰკითხეს.
მე მათ მომავალ კვირას შევხვდები. ჩვენ მაშინ გვექნება ეს საუბრები მათთან" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სტრატეგიული არქტიკული კუნძულის შეძენის ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ძალების პოტენციურ გამოყენებას, ევროპის წინააღმდეგობის მიუხედავად.
კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ტრამპი აშშ-ის მიერ გრენლანდიის ყიდვას, რუბიომ უპასუხა, რომ ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტის განზრახვა.
თუ პრეზიდენტი გამოავლენს საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ყველა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მოაგვაროს ეს საკითხი სამხედრო გზით. მე, როგორც დიპლომატი და ჩვენ ყველანი, მოგვარების სხვა გზებს ვამჯობინებთ, მათ შორის ვენესუელაშიც," - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.