მინეაპოლისში აშშ-ის საიმიგრაციო აგენტმა ქალი მოკლა - მედია

08.01.26 12:20
მინეაპოლისში აშშ-ის საიმიგრაციო აგენტმა ქალი მოკლა - მედია

აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის ოფიცერმა ქალაქ მინეაპოლისში დაკავების ოპერაციის დროს 37 წლის ქალი, ნიკოლ გუდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ICE-ის თანამშრომლები ქალს მანქანიდან გადმოსვლისკენ მოუწოდებენ, ის კი გაქცევას ცდილობს. შედეგად, მანქანასთან მდგომი ოფიცერი მას ფანჯარაში რამდენჯერმე ესვრის. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მდივნმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ნიკოლ გუდი ხელს უშლიდა ოფიცრების საქმიანობას და მანქანით ერთ-ერთი ოფიცრის გადავლას ცდილობდა. 

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, რომ აგენტმა საკუთარი და კოლეგების სიცოცხლის გადასარჩენად, „თავდაცვითი გასროლა“ განახორციელა.

მას შემდეგ რაც სოციალურმა ქსელმა ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულმა ვიდეომ მოიცვა, მინეაპოლისსა და სხვა შტატებში მასობრივი აქციები დაიწყო. 

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რადიკალი მემარცხენეები“ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და ICE-ის აგენტებს თავს ყოველდღიურად ესხმიან.

„ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, პროცესს ხელს უშლიდა და ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ კი განზრახ და სასტიკად გადაუარა ICE-ის ოფიცერს, რომელმაც, როგორც ჩანს, თავდაცვის მიზნით ესროლა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.