ტრამპი პასუხობს კითხვას, რამდენი ხანი შეიძლება ვენესუელაზე კონტროლი გაგრძელდეს
ვენესუელაზე კონტროლი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, - აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ ვენესუელის გაკონტროლებას ერთი წლით გეგმავს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შესაძლოა, ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
მისი თქმით, აშშ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, დელსი როდრიგესთან მუდმივ კონტაქტშია.
ტრამპის განცხადებით, ვენესუელის დროებითი მთავრობა აშშ-ს „ყველაფერს აძლევს, რაც საჭიროა“.
„ჩვენ ნავთობს გამოვიყენებთ. ნავთობზე ფასებს შევამცირებთ და ვენესუელას ფულს მივცემთ, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.