ჩინეთის საგარეო: აშშ-ის მიერ უცხოური გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს

08.01.26 14:25
ჩინეთის საგარეო: აშშ-ის მიერ უცხოური გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს

აშშ-ის მიერ უცხოური გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი ამბობს, რომ ჩინეთი „ეწინააღმდეგება იმ ნაბიჯებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არღვევს“.

„აშშ-ის მიერ საერთაშორისო წყლებში მყოფი უცხოური გემების თვითნებური დაკავება საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

მსგავსი სიახლეები