4 დაღუპული და 24 დაშავებული - რუსეთმა კიევი დაბომბა

09.01.26 09:53
4 დაღუპული და 24 დაშავებული - რუსეთმა კიევი დაბომბა

9 იანვრის ღამეს რუსეთმა კიევზე მასირებული კომბინირებული შეტევა განახორციელა. დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24 პირი, მათ შორის მედიკოსები და მაშველები. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში. ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაში შეფერხებებია. ხანძრები დაფიქსირდა მრავალსართულიან კორპუსებში, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები საცხოვრებელ უბნებში ჩამოვარდა.

კლიჩკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე რუსეთმა განმეორებითი იერიში მიიტანა მაშინ, როდესაც ადგილზე მედიკოსები მუშაობდნენ, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.