თუ მომიტინგეებს შორის მსხვერპლი იქნება, ირანს ძლიერად დავარტყამთ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მკაცრი დარტყმით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკაში მიმდინარე არეულობების დროს მომიტინგეები დაიღუპებიან.
„მე ვუთხარი, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მან ირანი გააფრთხილა, რომ თუ დაიწყებენ სროლას შეუიარაღებელ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ ქვეყანას უყვართ და ცვლილებებს ითხოვენ, ამას მძიმე პასუხი მოჰყვება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არაერთხელ და მკაფიოდ განაცხადა: საჭიროების შემთხვევაში, ის ირანის ხალხის დასახმარებლად მზად არის.