ირანში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე ინტერნეტზე წვდომა თითქმის სრულად გაითიშა

09.01.26 10:05
ირანში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე ინტერნეტზე წვდომა თითქმის სრულად გაითიშა

ირანში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე ინტერნეტზე წვდომა თითქმის სრულად გაითიშა, მათ შორის დედაქალაქში  და რიგ სხვა ქალაქებში. ამის შესახებ იუწყებიან CBS News და მონიტორინგის ორგანიზაცია NetBlocks.

წყაროების ცნობით, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა რეჟიმის წინააღმდეგ ლოზუნგებით. ინტერნეტის გათიშვა უკავშირდება გაძლიერებულ ციფრულ ცენზურას და პროტესტების ჩახშობის მცდელობას. მოქალაქეებს, ძირითადად ბიზნეს-ანგარიშების მქონეებს, ქსელთან წვდომა ნაწილობრივ კვლავ აქვთ.

პროტესტები დაიწყო ემიგრაციაში მყოფი ირანელი პრინცის, რეზა ფეჰლევის მოწოდების შემდეგ.

არსებული მონაცემებით, არეულობების დროს დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი, დაკავებულია 2260-ზე მეტი პირი.

მსგავსი სიახლეები