Mehr News: ირანი დიდ ქალაქებში IRGC-ის სახმელეთო ჯარებს გზავნის

09.01.26 10:13
Mehr News: ირანი დიდ ქალაქებში IRGC-ის სახმელეთო ჯარებს გზავნის

ირანული სახელმწიფო მედია Mehr News იუწყება, რომ ქვეყნის ხელისუფლება მიმდინარე არეულობების ფონზე აღარ ეყრდნობა „ბასიჯის“ სახალხო ლაშქარს და მის ნაცვლად დიდ ქალაქებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) სახმელეთო ძალებს აგზავნის.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისა და პროტესტების უფრო მკაცრი კონტროლის მიზნით.

მანამდე ხელისუფლება ქუჩებში წესრიგის დასამყარებლად ძირითადად „ბასიჯის“ პარამილიტარულ დანაყოფებს იყენებდა.