ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დაცვაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი ზავს დაარღვევს

09.01.26 10:19
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დაცვაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი ზავს დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს ვალდებულება შეერთებული შტატების მონაწილეობაზე უკრაინის მომავალი თავდაცვის უზრუნველყოფაში, რადგან დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში აღარ შეიჭრება. ამის შესახებ მან The New York Times-თან ინტერვიუში თქვა.

„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ხელახლა არ შეიჭრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ დავთანხმდებოდი“, - აღნიშნა ტრამპმა.

როგორც The New York Times წერს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობდა შეკითხვას, მზად იქნებოდა თუ არა ომში ჩართვისთვის უკრაინის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შესაძლო ზავს დაარღვევდა და აგრესიას განაახლებდა.