შედგა თუ არა ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ტანკერის დაკავების შემდეგ? - აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარი
შედგა თუ არა დნალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავების შემდეგ? - ეს კითხვა აშშ-ს პრეზიდენტს კომენტარი Fox News-ის ჟურნალისტმა დაუსვა.
ამ საკითხზე საუბარი არ მსურს - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავება, რომლის ესკორტირებისთვისაც კრემლმა წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი გაგზავნა, "არ იყო რთული გადაწყვეტილება."
იქ იყვნენ რუსული გემები... წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი, ორივე ძალიან სწრაფად წავიდა, როგორც კი ადგილზე მივედით. გემი დავაკავეთ და ახლა ნავთობისგან იცლება." - თქვა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერს.