ტრამპი: პუტინს ევროპის არ ეშინია - მას შტატების ეშინია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ევროპის არ ეშინია.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რუსეთსი რპეზიდენტს ეშინია იმ ამერიკის, რომელსაც თავად ხელმძრვანელობს.
მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ პუტინს ევროპის არ ეშინია - მას ამერიკის შეერთებული შტატების ეშინია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ევროპის შიში არ არსებობს, იცით, ევროპა ჩამორჩა და ევროპაზე ეს ჯეი დი [ვენსმა] ძალიან მკაცრად თქვა... არ ვიცი, ამის გამო მან დიდი კრიტიკა მიიღო, მაგრამ ჩემგან კრიტიკა არ ყოფილა.
ევროპა სხვა ადგილია. ევროპა იცვლება. ევროპამ საკუთარი საქმეები უნდა მოაწესრიგოს. მე მიყვარს ევროპა< - განაცხადა ტრამპმა.