ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევშია
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევშია - ჯონ ჰილი პირადად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან ერთად განიხილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდეგი გაძლიერება.
გარდა ამისა ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ბრიტანული კონტინგენტის განლაგების შესახებაც უკრაინაში, რომელიც პარტნიორებს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმების ნაწილია.
ასევე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიჰალმა ხელი მოაწერეს 100-წლიანი თავდაცვის პარტნიორობის განვითარების გზამკვლევს.