მედია: ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა, ამერიკაში გაემგზავროს

10.01.26 12:09
მედია: ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა, ამერიკაში გაემგზავროს

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა ამერიკაში გაემგზავროს - ამის შესახებ ABC INTERNATIONAL-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დელსი როდრიგესმა უკვე მოითხოვა ვაშინგტონში გასამგზავრებლად უფლება, რამაცც ავტომატურად გააჩინა მოლოდინი, რომ მას სავარაუდოდ ექნება შეხვედრები თეთრ სახლშიც.

მედია წერს, რომ ამ პროცესში მადუროს შემცვლელს სანქციები უშლის ხელს, ამიტომ ახლა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების საჭიროება.