ირანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციების უკან აშშ და ისრაელი დგანან - შტატების პასუხი
ირანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციების უკან აშშ და ისრაელი დგანან - შტატების პასუხი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ამერიკა და ისრაელი საპროტესტო აქციებში პირდაპირ ერევიან.
„ საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან. ისინი საპროტესტო აქციებში პირდაპირ ერევიან. ცდილობენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობრივ საპროტესტო აქციებად გარდაქმნან“, - განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შტატების პასუხი მოჰყვა - სახელმწიფო დეპარტამენტმა „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა.
„ეს განცხადება ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ მასშტაბური პრობლემებისგან, რომლის წინაშეც ირანის რეჟიმი დგას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი.