ზელენსკი ამბობს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის

10.01.26 13:09
ზელენსკი ამბობს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა

არ ვარ წინააღმდეგი, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს, ხოლო ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესშია.

ასევე, გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთს პირდაპირ უნდა ესაუბროს.

მსგავსი სიახლეები