ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნები დაიწყეს
ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნები დაიწყეს. Reuters-ის ცნობით, საზღვაო წვრთნები BRICS-ის გაფართოებულ ფორმატში BRICS PLUS-ის ფარგლებში დაიწყო და და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
France 24 წერს, რომ სამხრეთ აფრიკის მთავარ საზღვაო ბაზასთან რუსული სამხედრო ხომალდი ჩავიდა, რათა ჩინურ და ირანულ გემებს შეუერთდეს სამხედრო წვრთნებში, რაც პრეტორიასა [სამხრეთ აფრიკა] და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაზიანებით არის განპირობებული.
სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.
ჩინეთი წამყვანი ქვეყანაა წვრთნებში „ნებისყოფა მშვიდობისთვის 2026“, რომელშიც მონაწილეობენ BRICS -ის 11-ქვეყნიანი ჯგუფის საზღვაო ძალები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ანტიამერიკული“ უწოდა.