რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება - მედვედევი
„როგორც ჩანს, სულელ ევროპელ მმართველებს ევროპაში ომი მაინც სურთ" - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება.
როგორც ჩანს, სულელ ევროპელ მმართველებს ევროპაში ომი მაინც სურთ. ეს ათასჯერ ითქვა: რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება, მაგრამ მიკრონი [მაკრონი] ამ საბრალო სისულელეებს კვლავ ავრცელებს. აბა, მოდით. ამას მიიღებთ“, - წერს მედვედევი X-ზე.
მედვედევმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც გუშინ, ლვოვის ოლქზე „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის კადრები ჩანს.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ გუშინდელი მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა.