Le Monde: საფრანგეთის ხელისუფლება მარტში ვადამდელ არჩევნებს განიხილავს

10.01.26 18:23
Le Monde: საფრანგეთის ხელისუფლება მარტში ვადამდელ არჩევნებს განიხილავს

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა განიხილება. ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა შეისწავლოს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ გადაწყვეტილება მიიღება, კენჭისყრა შესაძლოა მუნიციპალურ არჩევნებს დაემთხვეს და 15 და 22 მარტს გაიმართოს.

წყაროების ცნობით, ამ ნაბიჯის გადადგმა პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“, განაცხადეს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები