დააკავებს თუ არა პუტინს მადუროს მსგავსად? - ტრამპის პასუხი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არსებობს საჭიროება რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის დაკავების, როგორც ეს ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა.
მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, გასცემდა თუ არა ოდესმე ბრძანებას ვლადიმირ პუტინის დაკავების ოპერაციის ჩატარებაზე.
„მე არ ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება იქნება. ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ახლა მისით იმედგაცრუებული ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ევროპამ უკრაინისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ცხადია, რომ პრეზიდენტ პუტინს ევროპის არ ეშინია. მას ეშინია შეერთებული შტატების, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ევროპის შიში არ აქვს. გესმით? ევროპა ჩამორჩა“, - თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მათ რუსული ტანკერი დააკავეს და რუსეთმა საკუთარი გემის დაცვა არ სცადა, რაც მისი თქმით „დადებითი სიგნალია“.
„მე მიყვარს ჩინეთი, მიყვარს რუსეთი, მიყვარს ჩინელი ხალხი, მიყვარს რუსი ხალხი. მე ძალიან კარგად ვუგებ პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ მისით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა მე არ მინდა, რომ ისინი ჩვენი მეზობლები იყვნენ გრენლანდიაში. ეს არ მოხდება“, - დაამატა ტრამპმა.