ირანელმა დემონსტრანტებმა უნდა დაიკავონ და შეინარჩუნონ ქალაქები - რეზა ფეჰლევი

10.01.26 19:07
ირანელმა დემონსტრანტებმა უნდა დაიკავონ და შეინარჩუნონ ქალაქები - რეზა ფეჰლევი

ირანელმა დემონსტრანტებმა უნდა დაიკავონ და შეინარჩუნონ ქალაქები, ხოლო მუშები უნდა გამოვიდნენ საერთო ეროვნულ გაფიცვაზე. ასეთი მოწოდებით გამოვიდა ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრე რეზა ფეჰლევი.

„ჩვენი მიზანი უკვე აღარ არის მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა; ჩვენი მიზანია მოვემზადოთ ქალაქების ცენტრების დასაკავებლად და დასაცავად“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

ფეჰლევიმ დემონსტრანტებს მოუწოდა, აქციები გააგრძელონ 10 და 11 იანვარს. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა  ქუჩებში დარჩენისთვის მომზადება და საჭირო მომარაგების უზრუნველყოფა. ასევე მან ეკონომიკის საკვანძო სექტორებში დასაქმებულ მუშებსა და თანამშრომლებს მოუწოდა, გამოვიდნენ საერთო ეროვნულ გაფიცვაზე.

ირანში პროტესტები 28 დეკემბერს დაიწყო თეირანის მთავარ ბაზარში. თავდაპირველად აქციებში მონაწილეობდნენ მაღაზიების მფლობელები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მთავრობის პოლიტიკით იყვნენ უკმაყოფილოები - განსაკუთრებით ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნისა და ფასების ზრდის ფონზე. მოგვიანებით პროტესტები ქვეყნის ყველა პროვინციაზე გავრცელდა.

არაოფიციალური მონაცემებით, ირანში პროტესტების განმავლობაში  სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალ Time-ს უთხრა თეირანში მომუშავე ერთმა ანონიმურმა ექიმმა. ამასთან, ირანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ HRANA-მ 9 იანვარს 65 დაღუპული დაადასტურა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ პროტესტის მონაწილეთა მკვლელობა გაგრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები