სტამბოლში ცნობილი თურქი მსახიობი დააკავეს - რას ედავება ჯან იამანს გამოძიება

11.01.26 10:25
სტამბოლში ცნობილი თურქი მსახიობი დააკავეს - რას ედავება  ჯან იამანს გამოძიება

გავრცელებული ინფორმაციით,  სტამბოლში თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, მსახიობს ხელბორკილები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაადეს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯან-თან ერთად დააკავეს მსახიობი სელენ გორგიუზელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ჯან იამანს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

თურქული მედია წერს, რომ 9 იანვარს, 9 ობიექტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სტამბოლის ღამის კლუბებსა და სასტუმროებში პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

თურქეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშეწყობისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფარგლებში, ჯამში 7 ადამიანი დააკავა. 

რაც შეეხება ჯან იამანს ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი დროებით გაათავისუფლეს. მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.