ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია - Reuters
Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია, თუმცა წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში.
ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს.
გამოცემა წერს, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა.
გამოცემა Economist-თან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ამას მისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება.