სენატორი ლინდსი გრემი ირანელ ხალხს: "დახმარება გზაშია"

11.01.26 12:18
სენატორი ლინდსი გრემი ირანელ ხალხს: "დახმარება გზაშია"

ირანელებო, თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, დახმარება გზაშია, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს

როგორც სენტორი განმარტავს, აშშ-ს პრეზიდენტმა ირანელი ხალხის სიმამაცე შენიშნა და ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული, სანამ სათავეში ხამენეის რეჟიმი უდგას. 

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს ყველაზე ნათელი სიგნალია იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლასა და მის თანამოაზრეებთან ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ვინც ირანში თავს სწირავთ. დახმარება გზაშია“, - წერს სენატორი.