ირანის ხელისუფლება: თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ბაზები ჩვენი ლეგიტიმური სამიზნეები გახდება
„თუ შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმას დაიწყებს, აშშ-ის სამხედრო და საზღვაო ცენტრები ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან“ - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა განაცხადა.
„თუ შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმას დაიწყებს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე აშშ-ის სამხედრო და საზღვაო ცენტრები ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან“, - განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია.