ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ნეთანიაჰუმ და რუბიომ სატელეფონო საუბრისას ირანში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სირიაში არსებული ვითარება და ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები განიხილეს.
ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „სერიოზულად განიხილავს“ ირანზე დარტყმის საკითხს.