ვითარება ირანში - რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ ლეტალური იარაღს იყენებს?

11.01.26 20:03
ვითარება ირანში - რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ ლეტალური იარაღს იყენებს?

რამდენიმე საათის წინ, თეირანიდან გავრცელებულ შოკისმომგვრელ მასალაში ჩანს, რომ აიათოლას რეჟიმის სამხედროები ხალხს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და დამიზნებით ესვრიან ნახევრად ავტომატური თოფებიდან.

ეს კადრები კი შესაძლოა, აღმოჩნდეს მიზეზი, რის გამოც ამერიკა იძულებული გახდეს, ირანში სამხედრო ოპერაციას დაიწყოს.

12 კალიბრიანი თოფების გარდა, ხალხის წინააღმდეგ იყენებენ რეზინის ტყვიებს და საფანტის ვაზნებსაც.

გუშინდელი სისხლიანი ღამის შედეგები მძიმეა - ქუჩებში რეჟიმის მიერ გამოყენებული და დახარჯული მასრებია მოფანტული. თუ 12 კალიბრიანი ვაზნა ადამიანს ახლო დისტანციიდან მოხვდება, ლეტალური შედეგი გარდაუვალი იქნება.

არაოფიციალური ცნობებით, ირანში პროტესტის 14 დღის განმავლობაში 2000ზე მეტი ადამიანის მოკლული. პროზექტურებში ადგილები აღარ არის. ირანელი ექიმები, ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვით უყვებიან, რომ მოქალაქეების ცხედრებს ერთი მეორეზე აწყობენ. ცხედრების სანაცვლოდ კი რეჟიმი ფულს, თითო გვამზე 7000 დოლარს ითხოვს. 

კლინიკები დაჭრილი პაციენტებით არის გადავსებული.. ზოგს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, ზოგს თვალში, ზოგსაც გულში.

ცნობები ირანიდან აღრმავებს ეჭვებს, რომ დაწყებულია ხალხის მასობრივი მკვლელობა.

 უკვე 60 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც მთელი ირანის მასშტაბით რეჟიმმა ინტერნეტი გათიშა.. ხალხს არც შუქი აქვს. 

სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, ხამანეის რეჟიმმა 2000ზე მეტი დემონსტრანტი დაიჭირა, თუმცა ამის მიუხედავად წინააღმდეგობა მაინც არ ცხრება.

გუგა არჩვაძე დეტალებით