უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ნავთობის საბურღ პლატფორმებს დაარტყეს

11.01.26 19:36
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ნავთობის საბურღ პლატფორმებს დაარტყეს

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ნავთობის საბურღ პლატფორმებს დაარტყეს. 

უწყების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“, კუთვნილ სამ საბურღ პლატფორმაზე - „ვ. ფილანოვსკი“, „იური კორჩაგინი“ და „ვალერი გრაიფერი“.

გენშტაბში ამბობენ, რომ ჩამოთვლილი ობიექტები ნავთობისა და გაზის მოპოვების პარალელურად რუსეთის არმიას უკრაინის წინააღმდეგ ომში ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევენ.

უკრაინულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს რუსული Buk-M3 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. დაარტყეს რუსეთის 49-ე გაერთიანებული არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობს.