ირანული მედიის მტკიცებით, მოკლულია ისლამური რევოლუციის გვარდიის პოლკოვნიკი
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) პოლკოვნიკი, მაჰდი რაჰიმი მოკლეს.
რაჰიმის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, სოციალურ ქსელში და მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პოლკოვნიკი საკუთარ სახლში ოპოვეს.
HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა.