ადამიანები დაღუპულ ახლობლებს ეძებენ - კადრები ირანიდან

12.01.26 09:58
ადამიანები დაღუპულ ახლობლებს ეძებენ - კადრები ირანიდან

ვითარება ირანში - ადამიანები აქციების შედეგად დაღუპული ახლობლების ამოცნობას ცდილობენ. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მორგში განთავსებული ეკრანი, სადაც დაღუპულთა ფოტოებს აჩვენებენ ამოსაცნობად. ამის პარალელურად, ადამიანები ქუჩაში დასვენებულ ცხედრებს შორის ეძებენ ახლობლებს.

HRANA-ს ცნობით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 490 დემონსტრანტი და 48 სამართალდამცავი დაიღუპა.  დაკავებულია 10 600-ზე მეტი აქციის მონაწილე.

საპროტესტო აქციები ირანში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები