დონალდ ტრამპი: ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს

12.01.26 10:05
დონალდ ტრამპი: ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ლიდერებმა დაურეკეს და მოლაპარაკება შესთავაზეს. 

მისივეთქმით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.

„გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს.

არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება მათ ლიდერები ვუწოდოთ - არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.