დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება
დღეს თბილისში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში დაიგეგმა.
მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება.
გუშინ, მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ და დატყვევებულ ქალ ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადეს.
გუშინ დილით ადგილზე პოლიტიკოსი ქალებიც იმყოფებოდნენ.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მზია დააკავეს უკანონოდ. მთელი ამ წლის განმავლობაში მზიას ებრძოდა სისტემა ყველაზე სასტიკად. მისი კოლეგები და მეგობრები კვლავ მოვითხოვთ მზიას გათავისუფლებას მძევლობიდან, - ამბობს "ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.
12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი ხდება.
ფოტო: ნეტგაზეთი