გაეროს გენერალური მდივანი ირანის მთავრობას "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

12.01.26 11:12
გაეროს გენერალური მდივანი ირანის მთავრობას "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "შეძრულია". 

მისი თქმით, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" გამოყენება.

გუტერეში ირანის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, "გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.