ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ნულოვანი ტოლერანტობით იმუქრება

12.01.26 12:10
ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ნულოვანი ტოლერანტობით იმუქრება

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ნულოვანი ტოლერანტობით ემუქრება ყველას, ვინც საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს ავრცელებს.

ისინი, ვინც ხალხს არეულობისკენ მოუწოდებენ და მათკენ უბიძგებენ, ასევე ისინი, ვინც ხალხს ორაზროვანი სიტყვებით პროვოცირებს, დაუნდობლად დაისჯებიან“, – წერს მოჰსენ ეჯეი სოციალურ ქსელში. 

ირანში არეულობების დროს სულ მცირე 544 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი Human Rights Activists News Agency-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მსხვერპლის უმრავლესობა მოკლულია საბრძოლო ტყვიებით ან თოფის საფანტით, უმეტესად ახლო დისტანციიდან.

სააგენტოს ცნობით, მიღებულია კიდევ 579 შეტყობინება სიკვდილის შემთხვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გამოძიების საგანია, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 123-მდე იზრდება. ამასთან, დაკავებულია სულ მცირე 10 675 ადამიანი, მათ შორის 169 ბავშვი.

მსგავსი სიახლეები