მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასობრივი პროტესტების ფონზე ძალადობაზე პასუხისმგებლობა მომიტინგეებს დააკისრა და მიანიშნა გარე ჩარევაზე, მათ შორის აშშ-ის როლზე.
მის განცხადებაში წარმოდგენილი ვერსია ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი წყაროების შეფასებებს, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაზე მიუთითებენ.
არაღჩიმ ასევე პირდაპირ თქვა, რომ ირანის "ხელისუფლება" "მზადაა როგორც ომისთვის, ასევე დიალოგისთვის".
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი შეიარაღებული იყო. როგორც ჩანს, დღის წესრიგი ასეთი იყო, რომ ეს მშვიდობიანი დემონსტრაციები სხვა მიმართულებით წასულიყო, რომ ეს დემონსტრაციები ძალადობრივი გამხდარიყო, თუ არა სისხლიანი. შედეგად სისხლისღვრა დაიყო. შეიარაღებულმა პირებმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს. ისინი არა მხოლოდ უსაფრთხოების პერსონალს ესროდნენ, არამედ, სამოქალაქოო პირებსაც. მიზანი იყო ფატალური შემთხვევების რიცხვი გაზრდილიყო. ჩვენ მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე დიალოგისთვის. ჩვენ აღვადგენთ ინტერნეტს უსაფრთხოების ძალებთან კოორდინაციით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ტერორისტების მიერ მომიტინგეებზე სროლა მიზნად ისახავს დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას - ტრამპის მოთხოვნით. ძალადობის მიზანია ტრამპს ჩარევის საბაბი მიეცეს, - თქვა მან.
ამის პარალელურად, BBC-ი წერს, რომ გასულ კვირას საპროტესტო აქციების დარბევა ინტენსიური იყო. მედიის ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზია სიტუაციის წარმოჩენას ისე ცდილობს, რომ თითქოს დედაქალაქში წუხანდლის შემდეგ მშვიდია.
გამოცემის ინფორმაციით, ძალიან რთულია ირანში მიმდინარე მოვლენების ზუსტი სურათის მიღება, თუმცა BBC-მ მიიღო ინფორმაცია ირანში არსებული წყაროებიდან, რომლებმაც ინტერნეტთან მომენტალურად დაკავშირება ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ Starlink-ისა და სხვა მეთოდების გამოყენებით შეძლეს.
BBC-ის სამმა წყარომ განაცხადა, რომ
ამასთან, BBC Persian-ის ინფორმაციით, მოქალაქეებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინებები, რომელიც ხალხს მოუწოდებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მთავრობის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ.