ირანის რეჟიმმა აქციებზე დაკავებულ 26 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

12.01.26 15:07
ირანის რეჟიმმა აქციებზე დაკავებულ 26 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანის რეჟიმმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა - ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ. 

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC) წერს, რომ სასჯელის სისრულეში მოყვანა 14 იანვარს იგეგმება.

"დაკავების საგანგაშო სისწრაფე, მისჯა და სასიკვდილო განაჩენის აღსრულების თარიღის გამოცხადება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სათანადო პროცესის არარსებობასა და ე.წ. "დაჩქარებული სასამართლოების" აღმოცენებაზე - სტრუქტურა, რომელმაც შესაძლოა, დემონსტრანტების სწრაფი და მასშტაბური სიკვდილით დასჯა გამოიწვიოს." - წერს IHRDC. 

ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირი (NUFDI) ასევე წერს, რომ რეჟიმმა სოლთანის ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცა. 

მსგავსი სიახლეები