რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ყველა შენობაში შესვლა აუკრძალა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ყველა შენობაში შესვლა აუკრძალა.
ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ხელს არ შეუწყობს "იმ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომელიც წამებით, რეპრესიებითა და მკვლელობებით ინარჩუნებს თავის ძალას".
ჩვეული რიტმით მუშაობა არ შეიძლება.
მაშინ, როდესაც ირანის მამაცი ხალხი აგრძელებს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და სხვა წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ყველა შენობაში შესვლა აეკრძალოთ.
ეს პალატა არ შეუწყობს ხელს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომელიც წამებით, რეპრესიებითა და მკვლელობებით ინარჩუნებს თავის ძალას," - წერს რობერტა მეცოლა.