"ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია" - თეთრი სახლის პრესსპიკერი
"დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია" - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა Fox News-ს განუცხადა.
ავიაიერიშები შესაძლოა ერთ-ერთი იყოს იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განიხილება. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია და ეს ირანზე კარგად არავინ იცის," - განაცხადა ლივიტმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის ინფორმაცია, რასაც ირანის რეჟიმისგან საჯაროდ ვისმენთ, განსხვავდება შეტყობინებებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია პირადად იღებს.
ის, რასაც საჯაროდ ირანის რეჟიმისგან ისმენთ, საკმაოდ განსხვავდება იმ შეტყობინებებისგან, რომლებსაც ადმინისტრაცია პირადად იღებს და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს აქვს ინტერესი ამ შეტყობინებების შესწავლის," - აღნიშნა მან.