აშშ ირანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

13.01.26 09:51
აშშ ირანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანის ტერიტორია სახმელეთო გზით, სომხეთისა და თურქეთის გავლით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიდან გამგზავრებას, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს და მოიმარაგონ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.

ირანის მასშტაბით საპროტესტო აქციები მკვეთრად მწვავდება და შესაძლოა ძალადობრივი ხასიათი მიიღოს, რასაც თან ახლავს დაკავებები და დაშავებულები. გრძელდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, გზების ჩაკეტვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება და ინტერნეტის ბლოკირება.

ირანის მთავრობამ შეზღუდა წვდომა მობილურ, ფიქსირებულ სატელეფონო და ეროვნულ ინტერნეტ ქსელებზე.

ავიაკომპანიები აგრძელებენ ირანიდან და ირანის მიმართულებით ფრენების შეზღუდვას ან გაუქმებას - ზოგმა ავიაკომპანიამ ფრენები შეწყვიტა პარასკევამდე, 16 იანვრამდე.

აშშ-ის მოქალაქეები უნდა ელოდონ ინტერნეტის შემდგომ გათიშვებს, დაგეგმონ ალტერნატიული კომუნიკაციის გზები და, თუ ეს უსაფრთხოა, განიხილონ ირანის დატოვება სახმელეთო გზით - სომხეთის ან თურქეთის მიმართულებით, - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები