ტრამპს ირანში გამოსაყენებელი სამხედრო და საიდუმლო ვარიანტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში გამოსაყენებელი ფარული და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ CBS News-ს თავდაცვის დეპარტამენტის ორმა წარმომადგენელმა განუცხადა.
ანონიმური წყაროების ცნობით, შორი რადიუსის რაკეტებით დარტყმები აშშ-ის პოტენციური ინტერვენციის ვარიანტად რჩება, თუმცა პენტაგონის წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს კიბეროპერაციები და ფსიქოლოგიური კამპანიის რეაგირების მეთოდები.
მათივე ცნობით, ირანში აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო რეაგირება, სავარაუდოდ, საჰაერო ძალას მოიცავს, თუმცა დამგეგმავები ასევე განიხილავენ ირანის სამეთაურო სტრუქტურებისა და კომუნიკაციების ჩაშლის ვარიანტებს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, დღეს, თეთრ სახლში შეხვედრას გამართავს ირანთან დაკავშირებული ვარიანტების განსახილველად, თუმცა გაურკვეველია, დაესწრება თუ არა თავად პრეზიდენტი შეხვედრას.
ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, "ირანის ადამიანის უფლებების" (IHRNGO) ცნობით, ირანში სულ მცირე 648 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ცხრა არასრულწლოვანი. ირანში მყოფმა წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
ცნობისთვის, ქვეყანაში ხუთშაბათს საღამოდან ინტერნეტი გათიშულია, რამაც ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება გაართულა.